saqarTvelos mwvervalebi - kldekari
კლდეკარი - მწვერვალი და ხელოვნური კარის მსგავსი გასასვლელი თრიალეთის ქედის თხემზე, მდინარეების თეძმისა და ალგეთის წყალგამყოფზე. მანგლისის ჩრდილოეთ-დასავლეთით 12 კმ-ზე, დაახლოებით ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტებითა და ტუფბრექჩიებით. კლდეკარის მიდამოები შემოსილია ალპიური და შერეული ტყით. კლდეკარის მახლობლად ქედის თხემზე ციხესიმაგრის ნანგრევებია.